საკუთარ თავზე გამოვცადე ზედმეტი წონა, ჯანმრთელობის სერიოზული გამოწვევები და სხეულის სრული ტრანსფორმაცია – ახლა დაგეხმარები, იგივე გზა გაცილებით სწრაფად, უსაფრთხოდ და სწორად გაიარო
60,000+ გამომწერი ყველა პლატფორმაზე · Harvard · Stanford · NASM CPT
რეალური ტრანსფორმაციები ჩემი კლიენტებისგან —
დაწყებამდე და პროგრამის დასრულების შემდეგ
კიდე თუ ყოყმანობ დაიწყო თუ არა, სადღაც ერთი გაგვივლია, თავიდან ჭირს, როგორც ყველაფერი, დროის ამბავია, ხო ყველაფერზე ეგრე ყოფილა?
ჩემზე რომ მოგიყვე, ბავშვობაში ძალიან გამხდარი ვიყავი და ჭამით ვერ დავიკვეხნიდი, მეკიდა. ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა, გარდატეხის ასაკში, ჰორმონების არევასთან ერთად, ჩემი მადის რეგულატორებიც აირია, სწრაფად მოვიმატე წონა და საკუთარ სხეულში თავდაჯერება დავკარგე.
მაგრად მაკომპლექსებდა, მეგონა ყველა მე მიყურებდა, სკოლაში, გარეთ…
კაკრას მაშინ გადავწყვიტე საკუთარი თავის შეცვლა. მეთქი დავაი, დავიწყე ვარჯიში იქ, სადაც შემეძლო – ქუჩაში, პარკში და ეზოში, დარბაზი ფიზიკურად არ გვქონდა :დ
მალევე დავამუღამე რომ მარტო ენთუზიაზმი და ჟინი არ კმაროდა, ცოდნაც მჭირდებოდა და იმის გაგება, როგორ მუშაობდა ჩემი სხეული, რასთან ადაპტირდებოდა და პირიქით. თან კალათბურთს ვთამაშობდი და მჭირდებოდა.
წლების განმავლობაში ვსწავლობდი, ვცდიდი და საკუთარ თავზე ვამოწმებდი სხვადასხვა მეთოდს. ამ გზამ მასწავლა, რომ სხეულის ტრანსფორმაციას ერთი უნივერსალური ფორმულა არ აქვს.
თუმცა ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც მეგონა, ჯანმრთელოამ მიმტყუნა და 2 თვე პალატაში ამოვყავი თავი. იქედან გამოსულს კი ზუსტად ის წამერთვა, რისგანაც ყველაზე მეტ სიამოვნებას ვიღებდი.
თუმცა ინტერესი ყოველთვის პოულობს თავის გზას, გარდა იმისა რომ სხვა სპორტსმენებს დავხმარებოდი, უფრო დიდი ინტერესი გამიჩნდა ადამიანის, როგორც არსების.
ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ სხეულის შეცვლა მხოლოდ გარეგნობას არ ეხება. ჯანმრთელობა, კვება, ძილი და ყოველდღიური ჩვევები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რასაც შენი მენტალური მდგომარეობა აირეკლავს.
ასე რომ, მე თუ მკითხავთ, ვარჯიში მხოლოდ ლამაზი ფორმები არაა, საკუთარი თავის პოვნაში გეხმარება.
შენთვის, თუ იცი, რომ შეგიძლია დამოუკიდებლად მიჰყვე სწორად შედგენილ გეგმას.
მათთვის, ვისაც მხოლოდ გეგმა არ სჭირდება — სჭირდება კონტროლი, კორექტირება და ჩემი პირადი ჩართულობა მთელი პროცესის განმავლობაში.
1:1 ქოუჩინგი მინიმუმ 3-თვიანი თანამშრომლობაა და მოითხოვს ორივე მხრიდან პროცესში რეალურ ჩართულობას.
დაწერე პირდაპირ — 15 წუთში ერთად გავარკვევთ, რომელი პროგრამა გამოგადგება და საიდან დაიწყო.
დამოუკიდებელი გეგმა ერთჯერადი შეძენაა, შენ იღებ სრულ, შენზე მორგებულ ვარჯიშისა და კვების პროგრამას ვიდეოინსტრუქციებით და შემდეგ დამოუკიდებლად მიჰყვები პროცესს.
ქოუჩინგი ცოცხალი სისტემაა: ყოველკვირეული ჩექ-ინი, ტექნიკის ანალიზი, გეგმის განახლება და პირდაპირი კომუნიკაცია ჩემთან. სხვაობა შინაარსში არაა — თანხლებაშია.
მარტივი კითხვა დაუსვი თავს: აქამდე პრობლემა ცოდნა იყო თუ შესრულება?
თუ იცი, რა უნდა გააკეთო, უბრალოდ სწორად აწყობილი სისტემა გჭირდება — დამოუკიდებელი გეგმა შენთვისაა. გამოცდილება გაქვს, დისციპლინა გაქვს, მხოლოდ სწორი მიმართულება აკლია.
თუ აქამდე რამდენჯერმე დაიწყე და ყოველ ჯერზე გზაში ჩააგდე — მოტივაცია დაეცა, გრაფიკი აირია, ტრავმამ შეგიშ ალა, ან უბრალოდ მარტო ვერ გააგრძელე — მაშინ პრობლემა გეგმა კი არა, თანხლება იყო. ეს ქოუჩინგია. სწორედ ის მომენტები, სადაც ადრე ჩერდებოდი, აქ ვიღაცას აქვს გაკონტროლებული.
გეგმა ნულიდან იწერება შენთვის, კითხვარში მაწვდი ასაკს, წონას, სიმაღლეს, ტრავმებს, სამუშაო გრაფიკს, დარბაზის ხელმისაწვდომობასა და კვების ჩვევებს, და გეგმა ამ ყველაფერზე შენდება: ვარჯიშის დღეების რაოდენობა შენს გრაფიკზე, სავარჯიშოები შენს ტრავმებზე (მაგ. მუხლის პრობლემა თუ გაქვს, დაზიანების რისკის ვარჯიშებს ავცდებით), კალორიები და პორციები შენს წონასა და მიზანზე.
დამწყები თუ ხარ — ეს პრობლემა კი არა, უპირატესობაა: სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ, ცუდი ჩვევების გადასწავლის გარეშე. ყოველ ვარჯიშს ვიდეო ახლავს, ასე რომ პირველივე დღეს ზუსტად იცი, რას აკეთებ და როგორ.
არა მშიერი არ დარჩები — და ეს პრინციპია, არა დათმობა. მშიერი ადამიანი გეგმას ვერ გაჰყვება: ორი კვირა გაუძლებს, მესამეზე ჩამოიშლება. სწორედ ამიტომ არ ვწერ იმ მკაცრ, შიმშილიან რეჟიმებს, რომლებზეც შეიძლება გატყდე.
გეგმა შენს ცხოვრებას მოერგება, არა პირიქით — ჩვეულებრივი, ხელმისაწვდომი პროდუქტები, საკმარისი პორციები რომ მაძღარი იყო, და ადგილი იმ საკვებისთვის, რომელიც გიყვარს. მიზანი არ არის, თავი აწამო. მიზანია სისტემა, რომელსაც თვეების განმავლობაში ბუნებრივად გაჰყვები — რადგან შედეგს სწორედ ეს იძლევა, არა ორკვირიანი შიმშილობა.
არა. პროგრამა შეიძლება აიწყოს სახლისთვის მინიმალური ინვენტარით, უინვენტაროდ ან დარბაზისთვის — იმის მიხედვით, სად და როგორ გირჩევნია.
ვარჯიში ჩვეულებრივ 45-60 წუთია, კვირაში 3-5-ჯერ — შენს გრაფიკზე მორგებული. თუ დრო ნაკლები გაქვს, პროგრამა ამ რეალობაზე აეწყობა, არა იდეალურ სცენარზე. კვება დამატებით დროს არ ითხოვს — იგივე ჭამ, უბრალოდ სწორად.
იპირველ, რასაც შეამჩნევ, ვიზუალი არ იქნება, არამედ ის, თუ როგორ გრძნობ თავს. ჩვეულებრივ პირველ 2-3 კვირაში მოდის მეტი ენერგია, უკეთესი ძილი და ის განცდა, რომ ვარჯიში აღარ გტანჯავს. ეს ადრეული სიგნალებია, რომ სისტემა მუშაობს.
ვიზუალური ცვლილება — ის, რასაც სარკეში და ფოტოზე დაინახავ — ჩვეულებრივ 8-12 კვირაში ხდება აშკარა. ზუსტი ტემპი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მიჰყვები გეგმას, როგორ გძინავს, რა დონის სტრესი გაქვს და საიდან იწყებ.
დამოუკიდებელი გეგმისას პროგრესს თავად აკონტროლებ — გეგმაში მოცემული ინსტრუქციებით პერიოდულად აფასებ წონას, ზომებსა და ფოტოებს. 1:1 ქოუჩინგში ამას ერთად ვაკეთებთ: ყოველკვირეულ ჩექ-ინზე ერთად ვხედავთ ცვლილებას ობიექტურად, მაშინაც კი, როცა სარკე ჯერ არ გიჩვენებს — და სწორედ ეს გიცავს იმ მომენტში, როცა ხალხის უმეტესობა ნებდება.
გადახდის შემდეგ გამოგიგზავნი დეტალურ კითხვარს რათა ზუსტად გავიგო მიზანი, გამოცდილება, გრაფიკი, ჯანმრთელობა, კვებითი პრეფერენციები.
საჭირო ინფორმაციის სრულად მიღებიდან 24 საათის განმავლობაში მიიღებ სრულ გეგმას. კომუნიკაცია WhatsApp-ზეა ამ ეტაპზე (სანამ აპლიკაცია დაემატება) — ვარჯიშის ვიდეოს მიგზავნი და გეუბნები რა გამოასწორო, ან თუ რამე გაუგებარია და კითხვა გაქვს, მწერ.
გადახდა ხდება საბანკო გადარიცხვით (თბს, ბოგ). „დამოუკიდებელი გეგმა“ ერთჯერადი გადახდაა — ₾199. 1:1 ქოუჩინგზე ფიქსირებული საჯარო ფასი არ არსებობს — თანამშრომლობის ხანგრძლივობა მინიმუმ 3 თვეა, ხოლო ზუსტი ფორმატი და ინვესტიცია განისაზღვრება ინდივიდუალურად, თანამშრომლობის დაწყებამდე, შენს მიზნებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით.
ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა — და ზუსტად აქ ცდება დიეტების უმეტესობა. ისინი მუშაობენ, სანამ გრძელდება; მაგრამ ადამიანს არ ესმის, რატომ მუშაობს, ამიტომ დასრულების შემდეგ ძველ ჩვევებს უბრუნდება და შედეგიც ქრება.
ჩემი მიზანი არ არის მხოლოდ ის, რომ შედეგი მოგიტანო. მიზანია, პროგრამის ბოლოს გესმოდეს, როგორ რეაგირებს შენი სხეული — რამდენი უნდა ჭამო, როგორ ივარჯიშო, როგორ შეასწორო, როცა რაღაც იცვლება. ასე შედეგს ჩემ გარეშეც ინარჩუნებ.
1:1 ქოუჩინგში სწორედ ამაზეც ვმუშაობთ — თანამშრომლობის განმავლობაში თანდათან გეხმარები, თავად გაიგო და გააკონტროლო საკუთარი პროგრესი, რომ დიეტის დასრულების შემდეგაც ცოდნა და გამოცდილება დაგრჩეს.
არა — კონკრეტულ ფიზიკურ შედეგზე გარანტიას არავინ გაძლევს, და ვინც გპირდება, ან გატყუებს ან არაფერს არ იცის. შედეგი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მიჰყვები გეგმას, საწყის მდგომარეობაზე, თანმიმდევრულობაზე, ძილსა და ცხოვრების სტილზე და სხვა პირად ფაქტორებზე.
რასაც გარანტიას ვდებ, არის ჩემი ჩართულობა: სწორად აწყობილი სისტემა, რეგულარული კონტროლი და კორექტირება, საჭიროებისამებრ. თუ ამ პროცესს მიჰყვები, შედეგი მოდის — უბრალოდ ტემპი ადამიანიდან ადამიანზე განსხვავდება.
დაიწყე ვარჯიში
პროცესი ერთად ბევრად უფრო სასიამოვნო და სახალისოა
პროგრამები არ წარმოადგენს სამედიცინო მომსახურებას. ჯანმრთელობის პრობლემის არსებობისას აუცილებლად გაიარე ექიმის კონსულტაცია.
კითხვები, პაკეტის შერჩევა ან ინდივიდუალური გეგმა — მომწერე და იმავე დღეს გიპასუხებ.